← reports · galt-taggart · 69e720fc64b0410007b2c265

სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორი საქართველოში

ENქართული
published
4/21/2026, 12:00:00 AM
found
5/18/2026, 7:30:10 AM
last seen
6/15/2026, 8:21:40 AM
categories
tags
construction
source url

მშენებლობა

ბოლო წლებში სექტორის სწრაფი ზრდა გაზრდილმა ფასებმა და რეკორდულმა აქტივობამ გამოიწვია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან. 2026-ში მოსალოდნელია ბინების რეკორდული რაოდენობის ჩაბარება, რაც სარემონტო მასალების ინდუსტრიას წაახალისებს. ასევე, ირანის კონფლიქტის ფონზე სამშენებლო მასალების გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც მშენებლობის ღირებულების ზრდას დააჩქარებს.

სამშენებლო მასალები

მძიმე მრეწველობის სამშენებლო მასალები ძირითადად საქართველოში იწარმოება (66% ადგილობრივი წარმოება). ბეტონის წარმოება 2024-25-ში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეკორდული ნებართვებისა და ინფრასტრუქტურული დანახარჯების გამო. 2025 წელს დაწესებულმა ტარიფმა რუსული და ირანული არმატურის იმპორტი თურქულით ჩაანაცვლა და ადგილობრივი წარმოება წაახალისა. 2022-24-ის სწრაფი ზრდის შემდეგ ცემენტის ფასები 2025-ში დასტაბილურდა, თუმცა 2026-ში ირანის კონფლიქტის ფონზე ფასების ზრდის დაჩქარება მოსალოდნელია.

სარემონტო მასალები

სექტორი ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული და მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი და ჩინეთი არიან. სარემონტო მასალების ქვესექტორის შემოსავლების ზრდა თანხვედრაშია ფასის დინამიკასთან. მეორეს მხრივ, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ქვესექტორების შემოსავლები ბოლო 3 წელია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რაც მზარდი მოთხოვნით და შემცირებული ფასებითაა გამოწვეული. 2026-ში ორივე ქვესექტორის შემოსავლებში ზრდაა მოსალოდნელი.