← reports · galt-taggart · 69c3a91d46cac30e9b28a51f

ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - თებერვალი 2026

ENქართული
published
3/20/2026, 12:00:00 AM
found
5/18/2026, 7:30:10 AM
last seen
6/15/2026, 8:21:40 AM
categories
tags
elektroenergia
source url

თებერვალში ენერგეტიკული ბალანსი ნაწილობრივ ნორმალიზდა, თუმცა ზამთრის მიწოდების სტრუქტურული გამოწვევა კვლავ აქტუალურია.

2026 წლის თებერვალში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.9%-ით გაიზარდა და 1.3 ტვტ.სთ შეადგინა. ზრდა ძირითადად პირდაპირი მომხმარებლების გაზრდილი მოთხოვნით იყო განპირობებული, განსაკუთრებით ფეროშენადნობების წარმოებასა და მონაცემთა დამუშავების სექტორში, ხოლო საცალო ბაზრისა და აფხაზეთის რეგიონის მოხმარება შემცირდა.

2026 წლის თებერვალში ჰიდროგენერაცია წლიურად 51.9%-ით გაიზარდა, რაც, ჩვენი შეფასებით, ერთდროულად გაუმჯობესებული ჰიდროლოგიური პირობებით და დაბალი საბაზო ეფექტით აიხსნება.

2026 წლის თებერვალში ადგილობრივმა გენერაციამ ჯამური მიწოდების 78.2% დაფარა, ხოლო იმპორტის წილმა 21.8% შეადგინა. ამასთან, ჰიდროსადგურებმა ჯამური მოთხოვნის 52.8% დააკმაყოფილეს, თბოსადგურებმა - 24.8%, ხოლო ქარისა და მზის სადგურებმა - 0.6%.