← reports · galt-taggart · 69eb410408b84c0007c5b210

გალტ & თაგარტის სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი - მეთოდოლოგიური განმარტება

ENქართული
published
3/20/2026, 12:00:00 AM
found
5/18/2026, 7:30:10 AM
last seen
6/15/2026, 8:21:40 AM
categories
tags
agriculture
source url

სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი (Agricultural Development Index – ADI) წარმოადგენს ერთიან, კომპოზიტურ მაჩვენებელს, რომელიც ასახავს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების დინამიკას დროში.

ინდექსი აგებულია სექტორის საქმიანობის ცხრა საკვანძო ინდიკატორის გაერთიანებით, რაც იძლევა საშუალებას:

- შეფასდეს სოფლის მეურნეობის საერთო ტენდენცია და ციკლური დინამიკა;
- გამოიკვეთოს ზრდის ძირითადი წყაროები (მაგ., პროდუქტიულობა, ფასები, ინვესტიციები და სხვ);
- გამოვლინდეს ის მიმართულებები, რომლებიც ინდექსის ზრდას ზღუდავს (მაგ., დაბალი ეფექტიანობა, ინფრასტრუქტურული ან ტექნოლოგიური გამოწვევები).

ADI-ის გამოყენება შესაძლებელს ხდის სექტორის პროგრესის შეფასებას ერთიანი ჩარჩოს ფარგლებში, ამცირებს ცალკეული მაჩვენებლების ფრაგმენტულ ინტერპრეტაციას და უზრუნველყოფს შედარებადობას დროში.