← reports · galt-taggart · 69c3a91d46cac30e9b28a4fe

ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - FY2025

ENქართული
published
1/27/2026, 12:00:00 AM
found
5/18/2026, 7:30:10 AM
last seen
6/9/2026, 2:23:12 PM
categories
tags
elektroenergia
source url

მიწოდება: 2025 წელს ელექტროენერგიის მიწოდებამ 15.4 ტვტ.სთ შეადგინა. აქედან 13.8 ტვტ.სთ ადგილობრივი გენერაცია (- 3.0% წ/წ), ხოლო 1.6 ტვტ.სთ (+26.9% წ/წ) იმპორტი იყო. ამასთან, 2025 წელს ოპერირება დაიწყო ექვსმა მზის და ორმა ჰიდრო ელექტროსადგურმა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 22.6 მგვტ. შედეგად, 2025 წლის ბოლოს ქვეყნის დადგმულმა სიმძლავრემ 4.7 გვტ შეადგინა.

ადგილობრივი მოხმარება: 2025 წელს ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 3.5%-ით გაიზარდა და 14.3 ტვტ.სთ შეადგინა. ამასთან, განსაკუთრებით მაღალი ტემპით (+9.2% წ/წ) გაიზარდა პირდაპირი მომხმარებლების ელექტოენერგიის მოხმარება.

ექსპორტი: 2025 წელს ექსპორტის მოცულობა შემცირდა 0.5 ტვტ.სთ-მდე (-51.2% წ/წ), ხოლო საშუალო საექსპორტო ფასი კვტ.სთ-ზე 4.6 აშშ ცენტამდე (-2.0% წ/წ). შედეგად ექსპორტიდან შემოსავლები განახევრდა 23.5 მლნ. აშშ დოლარამდე.

სავაჭრო ბალანსი: 2025 წელს ექსპორტის სეზონი, მაისში დაიწყო და ივლისში დამთავრდა. საქართველო წმინდა იმპორტიორი გახდა 24.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების წმინდა იმპორტით. ამასთან, რაოდენობრივად საქართველო წმინდა იმპორტიორი იყო 1.0 ტვტ.სთ.

ელექტროენერგიის ფასი საქართველოში: 2025 წელს საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი წლიურად 4.1%-ით გაიზარდა და 5.8 აშშ ცენტი შეადგინა. საბალანსო ელექტროენერგიის ფორმირებაში ყველაზე მაღალი წილი კვლავ PPA-იან სადგურებს უჭირავთ. დღით ადრე ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა მინიმალური იყო.

ბაზრის სიახლეები: სემეკმა განაახლა რეგულირებული კომპანიების ტარიფები, დამტკიცდა ენერგო პროს და თელასის 5-წლიანი საინვესტიციო გეგმები და ახალი საცალო ტარიფის დამტკიცება გადაიდო 3 თვით, 2026 წლის 31 მარტამდე.