← reports · galt-taggart · 69c3a91d46cac30e9b28a4fc

ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა

ENქართული
published
1/26/2026, 10:19:52 AM
found
5/18/2026, 7:30:10 AM
last seen
6/9/2026, 2:23:12 PM
categories
tags
kovelkvireuli-bazris-mimokhilva-ka-ge
source url

ტურიზმის შემოსავლები: სებ-ის შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა 2025 წლის მე-4 კვარტალში. ჯამურად, 2025 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.7 მლრდ აშშ დოლარს (+6.0% წ/წ) გაუტოლდა, რაც მცირედით აღემატება ჩვენს წინასწარ შეფასებას.
2026 წელს, ჩვენი პროგნოზით ტურიზმის შესავლები 5.0 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც გაზრდილია წინა მოსალოდნელი 4.9 მლრდ აშშ დოლარიდან.

საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში საქონლის ექსპორტის წლიურად 22.5%-ით გაიზარდა 673.2 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 44.2%-იანი ზრდის შემდეგ. საქონლის იმპორტი, ასევე, წლიურად 8.5%-ით გაიზარდა და რეკორდული 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის მცირედი 0.5%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, დეკემბერში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 1.9%-ით გაიზარდა 1.2 მლრდ აშშ დოლარამდე.
2025 წლის დეკემბერში მანქანები (-7.4% წ/წ), ძვირფასი ლითონები (+57.6% წ/წ), ნავთობი (+92.1% წ/წ), ალკოჰოლური სასმელები (+43.0% წ/წ) და თხილი (+58.8% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 10.9% ევროკავშირზე მოდიოდა (+16.3% წ/წ), 61.1% დსთ-ზე (+7.0% წ/წ) და 27.9% სხვა ქვეყნებზე (+85.4% წ/წ).
2025 წლის დეკემბერში ტოპ-5 იმპორტირებული საქონელი იყო მანქანები (-17.9% წ/წ), ნავთობი (+10.7% წ/წ), გაზი (+3.6% წ/წ), მედიკამენტები (+24.6% წ/წ) და ტელეფონები (+11.9% წ/წ).
ჯამურად, 2025 წელს, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 11.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 11.2%-ით გაიზარდა რეკორდულ 7.3 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 9.7%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ დონეს 18.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი: საქსტატის მონაცემებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვის მსგავსად, წლიურად 6.1%-ით გაიზარდა 2025 წლის დეკემბერში. მწარმოებელთა ფასების წლიურ ზრდაზე ძირითადი ზეგავლენა იქონია ფასების ზრდამ დამამუშავებელი მრეწველობის (+4.8%), სამთომოპოვებითი მრეწველობის (+22.4%) და ელექტროენერგიის მიწოდების (+7.6%) სექციებში.