← reports · galt-taggart · 69c3a8ac46cac30e9b28a437

ნედლეულის ბაზრების კვარტალური მიმოხილვა – 2025 წლის III კვარტალი

ENქართული
published
10/10/2025, 2:34:28 PM
found
5/18/2026, 7:30:10 AM
last seen
6/8/2026, 8:49:50 AM
categories
tags
skhva-ka-ge
source url

3კვ25-ში:

ნავთობის ფასი 0.9%-ით შემცირდა, რაც მიწოდების ზრდითა და მოთხოვნის შესუსტებით იყო გამოწვეული. ფასი ვიწრო დიაპაზონში მერყეობდა, რადგან მიწოდება-მოთხოვნის დინამიკა მეტ-ნაკლებად აბალანსდებდა ერთმანეთს, თუმცა, კვარტლის ბოლოსთვის მეტწილად პესიმისტური პროგნოზები გააქტიურდა.

ბუნებრივი აირის ფასი 0.6%-ით შემცირდა. ევროპის ბუნებრივი აირის ბაზარი მთელი კვარტლის განმავლობაში შედარებით კარგად იყო უზრუნველყოფილი და თავიდან აიცილა წინა წლის მსგავსი მარაგების შევსების ქაოსი.

ოქროს ფასი 16.8%-ით გაიზარდა, რაც უსაფრთხო აქტივზე მოთხოვნისა და მონეტარული მოლოდინების ცვლილების ერთობლიობით იყო განპირობებული. ოქროს ფასმა სექტემბრის ბოლოს $3,800/უნცია ბარიერი გადალახა და განაგრძო ზრდა ოქტომბრის დასაწყისში ისტორიულ მაქსიმუმამდე, რაც ერთ უნციაზე $4,000-ზე მეტი იყო.

ამონიუმის ნიტრატის ფასი 15.2%-ით გაიზარდა. 1 ივლისს ევროკავშირმა ახალი ტარიფები აამოქმედა რუსული სასუქების იმპორტზე - მათ შორის ამონიუმის ნიტრატზე.

ხორბლის ფასი 4.6%-ით გაიზარდა. მიუხედავად მცირე ზრდისა, გრძელვადიან პერიოდში ფასი კვლავ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რაც გლობალურ უხვ მიწოდებასა და სუსტ მოთხოვნას ასახავს.

სპილენძის ფასი 1.7%-ით გაიზარდა. სექტემბერში ინდონეზიის გრასბერგის მაღაროში (სიდიდით მსფოლიოში მეორე) წარმოქმნილმა მეწყერმა ოპერაციები შეაჩერა, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა მიწოდების მოცულობა.

ფეროსილიკონი - ევროპული ფეროსილიკონის ფასი თითქმის უცვლელი იყო (-0.3%), ხოლო ჩინურის 7.6%-ით გაიზარდა. ამან ხელი შეუწყო წინა კვარტალში შექმნილი ჩვეულებრივზე დიდი სხვაობის შემცირებას.