← reports · galt-taggart · 69c3a8ac46cac30e9b28a3fb

ნედლეულის ბაზრების კვარტალური მიმოხილვა – 2025 წლის II კვარტალი

ENქართული
published
7/2/2025, 12:25:15 PM
found
5/18/2026, 7:30:10 AM
last seen
6/8/2026, 8:49:50 AM
categories
tags
source url

2025 წლის მე-2 კვარტალში:

ნავთობის ფასი 9.5%-ით შემცირდა, პერიოდი კი მნიშვნელოვანი მერყეობით ხასიათდებოდა. მიუხედავად შუალედური მერყეობისა, საერთო ტრენდი ჭარბ მიწოდებასა და სუსტ მოთხოვნას ასახავდა.

ბუნებრივი აირის ფასი 15.9%-ით შემცირდა, რაც პირველი კვარტლის ტრენდის გაგრძელებაა. მიუხედავად იმისა, რომ კვარტალი დაბალი მარაგებით დაიწყო, რამდენიმე ფაქტორმა მიწოდების უკმარისობის შიში გაანელა და ევროპული ფასები შეამცირა.

ოქროს ფასი 5.7%-ით გაიზარდა, რაც მისი როგორც უსაფრთხო აქტივის სტატუსს კიდევ უფრო ამყარებს. აპრილის დასაწყისში ოქრომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და დროებით $3,500-ს გადააჭარბა ერთ უნციაზე.

ამონიუმის ნიტრატის ფასი 1.1%-ით გაიზარდა. სასუქების ბაზარს დაბალი საწარმოო ხარჯები და ძლიერი სეზონურ მოთხოვნა აბალანსებდა.

ხორბლის ფასი 11.7%-ით შემცირდა. ხელსაყრელი ამინდი და მთავარ მწარმოებელ რეგიონებში კარგი მოსავალი მიწოდების შიშებს ამცირებდა.

სპილენძის ფასი 4.1%-ით გაიზარდა, თუმცა ბაზარი მაღალი მერყეობით გამოირჩეოდა, რაც აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკამ განაპირობა.

ფეროსილიკონი – ევროპული ფეროსილიკონის ფასი 2.8%-ით გაიზარდა, ხოლო ჩინურის 8.7%-ით შემცირდა. კონტინენტებს შორის განსხვავებული დინამიკა, სავარაუდოდ, მომდევნო კვარტალშიც გაგრძელდება.