← reports · galt-taggart · 6a0ac93acf592800076cbe4f
ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა
published
5/18/2026, 12:00:00 AM
found
5/22/2026, 11:22:34 AM
last seen
6/15/2026, 8:21:40 AM
categories
tags
weekly
source url
საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის აპრილში საქონლის ექსპორტი წლიურად 16.1%-ით გაიზარდა და 716.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 24.0%-იანი ზრდის შემდეგ. საქონლის იმპორტი წლიურად 2.9%-ით შემცირდა 1.5 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის წლიური 6.7%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, 2026 წლის აპრილში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 15.8%-ით შემცირდა და 764.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ჯამურად, 2026 წლის იანვარ-აპრილში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 18.1%-ით შემცირდა და 3.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა 2.4 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 4.9%-ით შემცირდა და 5.7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ჯამურად, 2026 წლის იანვარ-აპრილში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 18.1%-ით შემცირდა და 3.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა 2.4 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 4.9%-ით შემცირდა და 5.7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2026 წლის აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად 7.6%-ით გაიზარდა 318.1 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 9.8%-იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+6.8%, მთლიანის 46.0%), ისრაელიდან (+22.9%, მთლიანის 8.6%), აშშ-დან (+8.0%, მთლიანის 18.3%), თურქეთიდან (+34.5%, მთლიანის 3.6%) და რუსეთიდან (+5.5%, მთლიანის 13.2%).
ჯამურად, 2026 წლის იანვარ-აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად 12.4%-ით გაიზარდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, ფულადი გზავნილები 3.8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2026 წელს.