გლობალური ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვა
გასულ კვირას გლობალურ ბაზრებზე არაერთგვაროვანი სურათი დაფიქსირდა: აქციები გაიზარდა, რადგან ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივი ბლოკადის რისკი შემცირდა, თუმცა გრძელვადიანი ობლიგაციები ინფლაციური, ფისკალური და სავალო წნეხის ქვეშ დარჩა. ზრდას ევროპული ბაზრები ლიდერობდნენ; აშშ-ირანის შესაძლო დროებითი შეთანხმების იმედით ბრენტის ტიპის ნავთობი მკვეთრად გაიაფდა, ხოლო ალუმინი, მიწოდების ჯაჭვის რისკების გამო, ნედლეულს შორის გამონაკლისი აღმოჩნდა და გაძვირდა.
S&P 500 ზომიერად გაიზარდა, თუმცა სექტორებმა ფართო რისკ-აპეტიტის ნაცვლად დაცვითი მიდრეკილება აჩვენეს. ლიდერობდნენ კომუნალური მომსახურება, ჯანდაცვა და უძრავი ქონება, რადგან ინვესტორებმა სტაბილური ფულადი ნაკადები და დაცული შემოსავლები არჩიეს.
მიმდინარე კვირის მთავარი ამბავი გლობალური „მომენტუმ“ აქციების უპრეცედენტო სიძლიერეს ასახავს: AI ლიდერებმა MSCI ACWI-ის ფართო ინდექსთან შედარებით ისტორიული მაქსიმუმის ტოლფასი უპირატესობა აჩვენეს.