← reports · galt-taggart · 6a19c1e98227aa0007543edc

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება – აპრილი 2026

ENქართული
published
5/29/2026, 12:00:00 AM
found
6/8/2026, 8:49:50 AM
last seen
6/15/2026, 8:21:40 AM
categories
tags
residential-real-estate
source url

2026 წლის აპრილში პირველად ბაზარზე მოთხოვნა აღდგა და გაყიდვებმა 2022 წლის შემდეგ თვის ჭრილში რიგით მესამე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. გაყიდვები მაღალ დონეზე შენარჩუნდა მეორად ბაზარზეც და წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი ბაზის ეფექტით იყო განპირობებული. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება. ფასის ზრდა ორივე ბაზარზე გაგრძელდა - პირველადი ბაზრის ფასები ზომიერი ტემპით გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ძლიერმა მოთხოვნამ და გაცემული ნებართვების ფართობის შემცირებამ.