🟦 CMC-ის სტრატეგიული პარტნიორობა ორ კონტინენტს აერთიანებს.
უზბეკეთის ბაზარზე შესვლის პარალელურად, CMC ევროპული (EUROUZ) და ამერიკული (AmCham) ბიზნეს-ასოციაციების წევრი გახდა.
ეს ორმაგი პარტნიორობა სცდება ცალკეული პროექტების ფარგლებს და კომპანიისთვის ახალ მასშტაბს ქმნის:
🔹 ევროპული ბიზნეს-წრეების მხარდაჭერა და წვდომა მსხვილ დეველოპერებთან;
🔹 ამერიკულ გლობალურ ქსელთან ხელმისაწვდომობა, რაც ახალი ინვესტიციების მოზიდვის პირდაპირი არხია.
ორივე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ CMC-ის აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი მართვის სტანდარტები გლობალურ მოთხოვნებს პასუხობს.
🟦 CMC - იდეიდან შესრულებამდე.

🟦 CMC სტუმარმასპინძლობის სექტორის უმსხვილესი რეგიონული ფორუმის, HIF Yerevan 2026-ის გენერალური პარტნიორია.
🟦 17-18 ივნისს, ერევანი უმასპინძლებს Hospitality Investment Forum-ს, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს გლობალურ სასტუმრო ბრენდებს, წამყვან დეველოპერებსა და ფინანსურ ლიდერებს.
🟦 ჩვენი მიზანია, საერთაშორისო სტანდარტებით სომხეთის ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებაში წვლილის შეტანა.

🟦 კომპანიის განვითარება ყოველთვის ადამიანებით იწყება.
🟦 CMC-ის 6-თვიანი ლიდერშიპის პროგრამა, რომელიც ჩვენმა გუნდმა Creative Leadership Hub-ში გაიარა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ეს არის ინვესტიცია ჩვენს პროფესიულ ზრდასა და საერთო წარმატებაში.
🟦 CMC ამერიკის სავაჭრო პალატის, AmCham Uzbekistan-ის წევრი გახდა.
უზბეკეთში ახალი პროექტების პარალელურად, CMC უერთდება ბიზნეს-ასოციაციას, რომელიც გლობალურად 108 ქვეყანაში 3 მილიონზე მეტი კომპანიის ინტერესებს წარმოადგენს.
ეს პარტნიორობა ჩვენს გუნდს განვითარების ახალ პლატფორმას აძლევს:
🔹 წვდომა ამერიკულ კაპიტალთან - პირდაპირი კავშირი საერთაშორისო ინვესტორებთან, დეველოპერებთან და ახალ საინვესტიციო არხებთან;
🔹 ინსტიტუციური მხარდაჭერა - მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-ისა და უზბეკეთის ბიზნეს-წრეებთან;
🔹 ექსკლუზიური ანალიტიკა - მუდმივი წვდომა მასშტაბურ საბაზრო კვლევებსა და სექტორულ რესურსებზე.
🟦 საერთაშორისო აღიარების ეს ახალი საფეხური კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ცენტრალური აზიის ბაზარზე ჩვენი სტრატეგიული შესვლისა და პოზიციების გასამყარებლად.

🟦 ჩვენი მთავარი კაპიტალი ჩვენი გუნდია.
🟦 120-ზე მეტი ექსპერტი ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ CMC-ის პროექტები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდეს.

🟦 ევროპა-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ასოციაციაში (EUROUZ) გაწევრიანება CMC-სთვის ახალ ბაზარზე სტრატეგიული პოზიციონირების მნიშვნელოვანი ეტაპია.
ეს პარტნიორობა ჩვენს გუნდს აძლევს:
🔹 გლობალურ კავშირებს - პირდაპირ წვდომას ევროპულ ინვესტორებთან, დეველოპერებთან და წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან;
🔹 ბაზრის ანალიტიკას - მუდმივ ინფორმაციას უახლეს საკანონმდებლო ცვლილებებსა და მასშტაბურ ტენდერებზე;
🔹 საერთაშორისო ლეგიტიმაციას - წამყვანი ევროპული ბიზნეს-წრეების მხრიდან CMC-ის, როგორც უმაღლესი სტანდარტების მქონე პარტნიორის, აღიარებას.
🟦 ეს წევრობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ CMC-ის ინტელექტუალური რესურსი და გამოცდილება გლობალურ სტანდარტებს პასუხობს.

🟦 თავისუფლება ძლიერი სტანდარტების, პასუხისმგებლობისა და საერთო მიზნების გარშემო ერთიანობაა.
🟦 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

🟦 გაეცანით CMC-ის მიერ LEED Silver საბანკო ოფისის მართვის სრულ პროცესს.
$35-მილიონიანი საერთაშორისო პროექტი, რომლის ფარგლებშიც ციფრული სიზუსტე (BIM) და სახელშეკრულებო წესრიგი (FIDIC) ხარისხიან შედეგს ქმნის.
🟦 Explore CMC’s full management journey for this LEED Silver bank headquarters.
A $35M international project where digital precision (BIM) and contractual excellence (FIDIC) come together for a world-class result.

cmc.ge
როგორ მართავს CMC BIM-ის, FIDIC-ისა და LEED-ის ინტეგრაციას 35 მილიონ დოლარიან, EBRD-ის მიერ დაფინანსებულ პროექ
🟦 მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ CMC "კავკასიისა და ცენტრალური აზიის მესამე სამშენებლო ფორუმის" (CCACF) ოქროს სპონსორი იყო.
🟦 ფორუმი, რომელიც 28-29 აპრილს ერევანში გაიმართა, საუკეთესო სივრცეა ინოვაციების, ინფრასტრუქტურული წინსვლისა და იმ პროფესიული კავშირებისთვის, რომლებიც მშენებლობის ახალ სტანდარტებს აწესებს.

🟦 საქართველოს ყველაზე ამბიციურ საცხოვრებელ პროექტებს ერთი საერთო აქვთ: CMC.
Zaha Hadid Architects-ის პირველი ცათამბჯენი საქართველოში - Cityzen, ერთ-ერთია იმ მასშტაბური პროექტების პორტფოლიოში, რომელთა სრულ მენეჯმენტსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს.
🟦 Georgia's most ambitious residential projects share one thing in common: CMC.
The first Zaha Hadid Architects skyscraper in Georgia - Cityzen, is part of the extensive portfolio managed by CMC.

propertygeorgia.ge
Georgia's Most Ambitious Residential Projects Have One Thing in Common: CMC