🌿 ფოქსდორ 18 არის სისტემური ინსექტო-აკარიციდი, რომელიც ეფექტურად აკონტროლებს ტკიპებს, თრიფსებსა და ფსილებს როგორც ღია, ისე დახურული გრუნტის პირობებში.
🔖 რა უპირატესობები გააჩნია ფოქსდორ 18-ს?
🔸 ეფექტურია სხვა პრეპარატებისადმი რეზისტენტი ტკიპების წინააღმდეგ
🔸 ტრანსლამინალური მოქმედების წყალობით აღწევს ფოთლის ქსოვილებში და ანადგურებს მავნებლებს როგორც ფოთლის ზედა, ისე ქვედა მხარეს
🔸 აქვს ხანგრძლივი დაცვითი მოქმედება - ეფექტი გრძელდება 3 კვირამდე, რაც ამცირებს შესხურების სიხშირეს
🔸 მინიმალურად მოქმედებს სასარგებლო ორგანიზმებზე, იგი მცენარეში სწრაფად იშლება, რის გამოც სასარგებლო მწერები და ტკიპები ნაკლებად ზიანდებიან და მათი რაოდენობა მალევე აღდგება
🔸 არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა - უსაფრთხოა კულტურებისთვის
🔸 არ ტოვებს ლაქებს მცენარეზე
🔸 შესაძლებელია მოსავლის აღება შესხურებიდან 7 დღის შემდეგ
☞ შესხურების შემდეგ ფოქსდორ 18 სწრაფად შეიწოვება მცენარის ქსოვილებში. მავნებელი იღუპება მაშინ, როდესაც იკვებება მცენარის წვენითა და უჯრედებით - პრეპარატი მოქმედებს მის საჭმლის მომნელებელ და ნერვულ სისტემაზე, საბოლოოდ კი უზრუნველყოფს მის განადგურებას.
🌾 ეფექტურია შემდეგ კულტურებში: მსხალი, ვაშლი, ატამი, ქლიავი, ვაზი, ციტრუსები, ბოსტნეული, ბალი, ალუბალი, დეკორატიული მცენარეები.
🌿 ფოქსდორ 18 - ხანგრძლივი და საიმედო დაცვა მავნებლებისგან, ხარისხიანი მოსავალი მთელი სეზონის განმავლობაში!

🔖 ერთი მავნებელიც კი საკმარისია მოსავლის დასაზიანებლად - რომელი პრეპარატი მოაგვარებს ამ პრობლემას სწრაფად და ეფექტურად?
🌿 პაშა 25 არის კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდი, რომელიც ეფექტურად იცავს კულტურებს მავნებლების ფართო სპექტრისგან.
🔖 რა უპირატესობები გააჩნია?
🔸 მოქმედებს როგორც კონტაქტურად, ასევე ნაწლავური გზით
🔸 ახასიათებს სწრაფი „ნოკდაუნ“ ეფექტი
🔸 უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას
🔸 პრეპარატი არა მხოლოდ ანადგურებს მავნებლებს, არამედ ამცირებს მათი განმეორებითი გავრცელების რისკს
🔸 ეფექტურია არახელსაყრელ კლიმატურ პირობებშიც
🔸 აქვს მაღალი ფიტოსტაბილურობა, უსაფრთხოა კულტურებისთვის, სრულად იშლება მცენარეში და არ რჩება ნარჩენები
➤ პაშა 25-ის მოქმედი ნივთიერება - ციპერმეტრინი ზემოქმედებს მავნებლის ნერვულ სისტემაზე, იწვევს სპაზმს, პარალიზებას და საბოლოოდ მავნებლის განადგურებას.
🌱 ეფექტურია შემდეგი კულტურებისთვის: ვაშლი, მსხალი, ვაზი, ბალი, ალუბალი, ბოსტნეული, სიმინდი, კარტოფილი.
🌿 მისი გამოყენება იწყება ადრე გაზაფხულიდან და გრძელდება სრული ვეგეტაციის განმავლობაში, როგორც კურკოვან და თესლოვან, ასევე ბოსტნეულ კულტურებში.
➤ ძლიერი დაცვა მავნებლების წინააღმდეგ: უხვი და ხარისხიანი მოსავალი, უსაფრთხო შედეგი შენი მეურნეობისთვის.

🧅 როგორ მოვიყვანოთ ხახვი სწორად და მივიღოთ უხვი, ხარისხიანი მოსავალი?
🌿 ხახვი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კულტურაა, მაგრამ კარგი მოსავლის მისაღებად მხოლოდ დათესვა არ კმარა. სწორად შერჩეული ნიადაგი, დროული მორწყვა და მოვლა პირდაპირ განსაზღვრავს ბოლქვის ზომას, ხარისხსა და შენახვის უნარს.
🌱 ნიადაგის სწორად შერჩევა
➤ ხახვს უყვარს მზიანი ადგილი, ფხვიერი, ნოყიერი და კარგად დრენირებული ნიადაგი. მძიმე და მუდმივად ტენიანი მიწა აფერხებს ბოლქვის განვითარებას და ზრდის დაავადებების რისკს.
🌾 დათესვის / დარგვის დრო
➤ ხახვი შეგიძლია მოიყვანო როგორც თესლიდან, ისე ბოლქვიდან.
➤ გაზაფხულზე დარგვა იწყება მაშინ, როცა ნიადაგი გათბება.
➤ რიგებს შორის დატოვე საკმარისი სივრცე, რათა ბოლქვმა თავისუფლად განავითაროს ზომა.
💧 მორწყვა
➤ ხახვს განსაკუთრებით სჭირდება ტენი ზრდის საწყის ეტაპზე.
⚠️ თუმცა ზედმეტმა წყალმაც შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს: ფესვების ლპობა, დაავადებების გავრცელება, სუსტი ბოლქვი.
➤ მოსავლის აღებამდე რამდენიმე კვირით ადრე მორწყვა უნდა შემცირდეს, რათა ბოლქვი კარგად დამწიფდეს.
🌿 სარეველები და კვება
➤ ხახვი სარეველებთან კონკურენციას რთულად უძლებს, ამიტომ ნაკვეთი სუფთა უნდა იყოს.
➤ რეკომენდებულია კალიუმისა და ფოსფორის შემცველი სასუქების გამოყენება.
🦠 დაავადებები და მავნებლები
➤ ხახვში ხშირად გვხვდება: ჭრაქი, ფესვის ლპობა, ტრიპსი და სხვა მავნებლები.
➤ პრევენცია ყოველთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე დაგვიანებული რეაგირება. რეგულარული დაკვირვება და დროული დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს დანაკარგს.
🧅 მოსავლის აღება
➤ როცა ფოთლები იწყებს გაყვითლებას და დახრას, ეს ნიშნავს, რომ ხახვი მზად არის ასაღებად.
➤ აღების შემდეგ გააშრე ჩრდილში და შეინახე მშრალ, განიავებად ადგილას.

🧄 როგორ მოვიყვანოთ ნიორი?
🌿 ერთი შეხედვით ნიორი მარტივად მოსაყვანი კულტურაა, თუმცა უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღება სწორ აგროტექნიკურ მიდგომებზეა დამოკიდებული.
🌱 შეარჩიე ხარისხიანი დასარგავი მასალა
➤ დარგვისთვის გამოიყენე მხოლოდ ჯანმრთელი, მკვრივი და კარგად განვითარებული კბილები. დაზიანებული ან სუსტი მასალა მცენარის არათანაბარ განვითარებასა და მოსავლიანობის შემცირებას იწვევს.
☀️ შეურჩიე სწორი გარემო
➤ ნიორი საუკეთესოდ ვითარდება მზიან ადგილას, ფხვიერ და კარგად დრენაჟირებულ ნიადაგში. ჭარბტენიანი გარემო ზრდის ფესვთა სისტემის დაზიანებისა და სოკოვანი დაავადებების განვითარების რისკს.
🌱 დაიცავი დარგვის ოპტიმალური სქემა
➤ სწორი განლაგება მცენარეს უზრუნველყოფს საკმარისი სივრცით, განათებითა და საკვები ელემენტების ეფექტურად ათვისების შესაძლებლობით.
💧 მორწყვა უნდა იყოს ზომიერი და კონტროლირებული
➤ ზრდის პერიოდში ნიორს სჭირდება ტენიანობა, თუმცა ზედმეტი წყალი ხშირად სოკოვანი დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს.
🌿 სრულფასოვანი კვება და დროული დაცვა აუცილებელია
🧄 სწორი მოვლის შედეგად მივიღებთ:
✔ მსხვილ და ერთგვაროვან თავებს
✔ ხარისხიან და სტაბილურ მოსავალს
✔ გამორჩეულ გემოს და არომატსა
✔ ხანგრძლივ შენახვის უნარს

🌱 პრო-ფერმერი - მეტი მოსავალი სეზონის ბოლოს!
🛵 მიწოდება მთელ საქართველოში - სწრაფად და მარტივად
📩 დეტალებისთვის მოგვწერე პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდი ☎ 𝟎𝟑𝟐 𝟐𝟓𝟎 𝟎𝟔 𝟎𝟓
🔖 გიფიქრია, რამდენ მოსავალს კარგავ ყოველდღე?
➤ მავნებლები ერთ დღეში არ ანადგურებენ მოსავალს, მაგრამ ყოველდღე ამცირებენ მის რაოდენობასა და ხარისხს.
⚗️ კარაჩარი არის კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდი, რომელიც მყისიერად იწყებს მოქმედებას და ეფექტურად აკონტროლებს მავნებლების ფართო სპექტრს ბოსტნეულში, ხეხილში, ვენახსა და სხვა კულტურებში.
➤ მისი უნიკალური ფორმულა - ლამბდა-ციჰალოტრინი 50 გ/ლ უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო შედეგს. მაშინაც კი, როცა პრობლემა უკვე დაწყებულია.
🔸 რატომ კარაჩარი?
✔ მოქმედება იწყება პირველივე საათებში
✔ ძლიერი ეფექტი - მავნებელი სწრაფად ნადგურდება
✔ ფართო სპექტრის კონტროლი სხვადასხვა მავნებელზე
✔ ეკონომიური გამოყენება - მეტი ეფექტი ნაკლები ხარჯით
➤ კარაჩარი არღვევს მავნებლის ნერვულ სისტემას და სწრაფად აჩერებს მის მოქმედებას.
🌿 შედეგი: დაცული მცენარე, შემცირებული დანაკარგი და მაღალი ხარისხის მოსავალი.

🌱 სოკოვანი დაავადებები გინადგურებენ მოსავალს?
🌿 ფოთლებზე გაჩენილი ლაქები, ჭრაქი და ლპობა ხშირად შეუმჩნევლად ასუსტებს მცენარეს და ამცირებს მოსავალს.
🧪 მისტერია სისტემური ფუნგიციდია, რომელიც ერთდროულად: იცავს და ებრძვის სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრს, სანამ სერიოზულ ზიანს მიაყენებენ კულტურებს.
⚗️ მისი თანამედროვე ფორმულა აერთიანებს სამ აქტიურ ნივთიერებას: პირაკლოსტრობინი 80 გ/ლ + ტებუკონაზოლი 80 გ/ლ + დიფენოკონაზოლი 80 გ/ლ, რაც უზრუნველყოფს კომპლექსურ მოქმედებას: დაავადების პრევენციას, განვითარებული ინფექციის შეჩერებას და მის სრულ კონტროლს.
➤ ეფექტურია დაავადების ყველა ეტაპზე
➤ იცავს მცენარეს ჭრაქის, ლაქიანობისა და ლპობისგან
➤ სწრაფად აჩერებს დაავადების განვითარებას
➤ უზრუნველყოფს ხანგრძლივ დამცავ ეფექტს
🍃 გარდა დაცვისა მისტერია ხელს უწყობს მცენარის ფიზიოლოგიური პროცესების სტაბილიზაციას და აუმჯობესებს მის საერთო განვითარებას. შედეგად ვიღებთ, ჯანსაღ მცენარეს, ნაკლებ დანაკარგს და სტაბილურ მოსავალს.

🔖 სარეველები ამცირებენ შენს მოსავალს?
🍃 ოქტავა არის ძლიერი, სელექციური სისტემური ჰერბიციდი სიმინდისთვის, რომელიც სწრაფად და ეფექტურად ანადგურებს ერთწლოვან და მრავალწლოვან ორლებნიან ბალახოვან სარეველებს.
🧪 მისი უნიკალური ფორმულა აერთიანებს ორ აქტიურ ნივთიერებას ერთ პრეპარატში, რაც უზრუნველყოფს გაძლიერებულ, სინერგიულ მოქმედებას - უფრო სწრაფ შედეგს და ეფექტურობას.
➤ პრეპარატი ძირითადად ფოთლის ზედაპირიდან შეიწოვება, რაც განაპირობებს სწრაფ შეღწევას
➤ აჩერებს სარეველების ზრდას რამდენიმე დღეში
➤ სრულად ანადგურებს სარეველას 2-4 კვირაში
➤ იცავს ნათესს მთელი ვეგეტაციის განმავლობაში
🌱 პრეპარატის გამოყენების შედეგად მნიშვნელოვნად მცირდება რეზისტენტობის განვითარების რისკი. სარეველები სწრაფად წყვეტენ ზრდას, კარგავენ კონკურენტუნარიანობას და სრულად ნადგურდებიან, რაც სიმინდს შესაძლებლობას აძლევს შეუფერხებლად განაგრძოს განვითარება.
აირჩიე ოქტავა - გონივრული გადაწყვეტილება შენი მოსავლისთვის!

🌽 რა უნდა გავითვალისწინოთ სიმინდის მოყვანის დროს?
🔸 შესაფერისი გარემო
➤ სიმინდი კარგად იზრდება მზიან და თბილ კლიმატში
➤ ნიადაგი უნდა იყოს კარგად დრენირებული და საკვები ნივთიერებებით მდიდარი (ჰუმუსით, კომპოსტით)
🔸 ნიადაგის მომზადება
➤ გააფხვიერე ნიადაგი და გაამდიდრე ორგანული სასუქით
➤ სიმინდი ვერ იტანს მუდმივ ნესტს - ზედმეტი ტენიანობა იწვევს ფესვების ლპობას
🔸 დათესვა
➤ დათესე ზომიერად ღრმა ნიადაგში (2-5 სმ)
➤ რიგებს შორის შეინარჩუნე 60-75 სმ დაშორება, რათა მცენარეებს საკმარისი ადგილი ჰქონდეთ ზრდისთვის
🔸 მორწყვა
➤ სიმინდს სჭირდება რეგულარული მორწყვა, განსაკუთრებით ზრდის საწყის პერიოდში
➤ მორწყვა უმჯობესია დილით ან საღამოს, რათა წყალი სწრაფად არ აორთქლდეს
➤ ზედმეტი წყალი იწვევს ფესვების ლპობას და სოკოვანი დაავადებების გაჩენას
🔸 მოვლა
➤ ნიადაგი გაასუფთავე სარეველებისგან, რათა მცენარემ საკვები და წყალი სრულად მიიღოს
➤ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენე ორგანული ან მინერალური სასუქები, ზრდის სტიმულირებისთვის
➤ დაიცავი მავნებლებისგან
🔸 მოსავლის აღება
➤ სიმინდი მწიფდება დაახლოებით 70-100 დღეში, ჯიშისა და კლიმატური პირობების მიხედვით
➤ მოსავლის აღება რეკომენდირებულია, როცა მცენარე სრულად მომწიფებულია

🥬 რა უნდა გავითვალისწინოთ სალათის ფურცლის მოყვანის დროს?
🔸 შესაფერისი გარემო
👉 სალათის ფურცელს უყვარს გრილი ამინდი (15-25 °C), ზედმეტ სიცხეში ფოთლები შეიძლება გახდეს მწარე ან ნაადრევად აყვავდეს.
🔸 დათესვა
➤ დათესე თესლი პირდაპირ ნიადაგში ან პატარა კონტეინერში
➤ თესლი ოდნავ დაფარე მიწით
➤ შეინარჩუნე ნესტიანი გარემო
🔸 მორწყვა
👉 სალათის ფურცელს სჭირდება რეგულარული, მაგრამ ზომიერი მორწყვა.
➤ ნიადაგი უნდა იყოს მუდმივად ოდნავ ნესტიანი
➤ ზედმეტი წყალი გამოიწვევს თესლისა და ფესვების ლპობას
🔸 განათება
➤ უყვარს სინათლე, მაგრამ არა ძლიერი სიცხე
➤ ნახევრად ჩრდილიც შესაფერისი გარემოა (განსაკუთრებით ზაფხულში)
🔸 მოვლა
➤ გაათხელე ნერგები, რომ ადგილი ჰქონდეთ ზრდისთვის
➤ დაიცავი მავნებლებისგან
➤ ტემპერატურის სტაბილურობა მნიშვნელოვანია, გრილი გარემო ხელს უწყობს ფოთლის გემოს გაუმჯობესებას
🔸 მოსავლის აღება
👉 დაახლოებით 45-70 დღეში შეგიძლია მოკრიფო. საუკეთესო გემო აქვს სანამ გადამწიფდება.
შეგიძლია:
➤ მოაჭრა მხოლოდ გარე ფოთლები (და კვლავ გაიზრდება)
➤ ან მთლიანად მოკრიფო, თუკი ყველა ფოთოლი განვითარებულია
