„მეტროპოლმა” მდგრადი განვითარების რეგიონალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა და როგორც გენერალურმა სპონსორმა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის ხედვას - უძრავ ქონებაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროექტების შექმნა, არამედ ქალაქის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის გრძელვადიან განვითარებაში აქტიური მონაწილეობა.
ფორუმის ფარგლებში თბილისის მერიას გადავეცით ელექტრომობილები , რაც ჩვენი მხრიდან არის სიმბოლური, მაგრამ შინაარსობრივად მნიშვნელოვანი ნაბიჯი მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა ურბანული განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით და ასევე გავაზიარეთ მნიშვნელოვანი გამოცდილებები პანელში "ინვესტიციები და უძრავი ქონების ბაზარი".
მეტროპოლი - მდგრადი განვითარების მხარდამჭერი კომპანია

ნდობისა და მუდმივი განვითარების აღიარებად, მეტროპოლმა ხარისხის საერთაშორისო ჯილდო მიიღო.
ჯილდოს მნიშვნელობაზე, კომპანიის საერთაშორისო პოზიციონირებასა და სამომავლო გეგმებზე, სიუჟეტში გენერალური დირექტორის მოადგილე და მმართველი პარტნიორი მამუკა იმედაშვილი საუბრობს.
We are honored to announce that Metropol has received the Quality Achievements Award 2026 at the international ceremony in Brussels🏆
Presented by the European Society for Quality Research (ESQR), this prestigious recognition is granted to organizations that demonstrate excellence in quality management, innovation, and effective leadership.
It reflects Metropol’s commitment to delivering high-quality residential spaces and exceptional customer experience.

გეგმის 200%-მდე შესრულება და გასულ წელთან შედარებით გასამმაგებული შედეგები - "მეტროპოლის" გაყიდვების დინამიკაზე, პირველი კვარტლის მონაცემებსა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს გენერალური დირექტორის მოადგილე - მამუკა იმედაშვილი.
✨ Before the New Year arrives, you make a wish. And then you take action.
🎄Every New Year’s wish is magical. Find the home you’ve dreamt of and receive an exclusive discount and special gifts from Metropol.
ძალიან გვიხარია, რომ დამთვალიერებლებმა აგვირჩიეს!
2025 წლის უძრავი ქონების გამოფენაზე მეტროპოლი „დამთვალიერებლის რჩეული დეველოპერული პროექტის" პრიზით დაჯილდოვდა.
მართლაც რომ განსხვავებული გამოცდილებაა გამოფენის დროს სამზარეულოში მოხვდე, ცნობილი შეფის კანაპე დააგემოვნო და, ამავდროულად, გაეცნო მეტროპოლის ბრენდს და მის საინტერესო პროექტებს.
მეტროპოლი კულინარიული შოუ „მასტერშეფის“ გენერალური სპონსორია, ამიტომაც გამოფენის ფარგლებში კულინარიის თემის გაგრძელება გადაწყდა და საგამოფენო სტენდზე სამზარეულო გაცოცხლდა.
სახლში სამზარეულო ხომ სწორედ ის ადგილია, სადაც ჩანაფიქრები მოქმედებაში მოდის და შესანიშნავ კერძებად იქცევა ან ჭიქა ყავაზე ახალი სურვილების ჩაფიქრება ხდება.
გამოფენაზე დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, განსაკუთრებული პირობებით შეეძინათ სახლი, რომელიც ჩაიფიქრეს და თავისი სურვილები მოეყვანათ მოქმედებაში.

მეტროპოლი 2025 წლის უძრავი ქონების გამოფენაზე უნიკალური კონცეფციის სტენდით წარსდგა და „დამთვალიერებლის რჩეული დეველოპერული პროექტის“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა.
მეტროპოლი - ისტორიული მოვლენის მხარდამჭერი | „სუხიშვილები“ Carnegie Hall-ში!
სიამაყით წარმოგიდგენთ, რომ მეტროპოლი სუხიშვილების ისტორიული ღონისძიების გენერალური სპონსორია.
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ნიუ-იორკში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სცენაზე — Carnegie Hall-ში 17 იანვარს გამართავს კონცერტს.
ხელოვნება, რომელიც Carnegie Hall-ში ხვდება, უკვე მსოფლიოს საკუთრებაა. ეს ყველა ქართველის ჩანაფიქრია, ჩვენ სწორედ ასეთი ჩანაფიქრების რეალიზაციას ვუჭერთ მხარს.
მეტროპოლი, როგორც ჩანაფიქრებისკენ მიმავალი გზების მეგზური ბრენდი, ხელს უწყობს ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე.
პროექტის პარტნიორები: საქართველოს ბანკი • Askaneli • e-Consul • Borjomi • Chito Gvrito • UM Georgia