← reports · galt-taggart · 69e6688f2f59f1000772c456

ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - მარტი 2026

ENქართული
published
4/20/2026, 5:55:27 PM
found
5/18/2026, 7:30:10 AM
last seen
6/15/2026, 8:21:40 AM
categories
tags
energy
source url

მარტი 2026: თურეთი წელს უკვე მეორედ გამოჩნდა იმპორტიორთა სიაში

2026 წლის მარტში ადგილობრივი ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 4.3%-ით გაიზარდა და 1.3 ტვტ.სთ შეადგინა. ამავე დროს, ჰიდროგენერაცია 8.6%-ით შემცირდა, რაც მეტწილად ჰიდროლოგიურ პირობებს უკავშირდება. შედეგად, თბოგენერაციისა და იმპორტის ერთობლივი წილი გაიზარდა 34%-დან (მარტი-25) 42%-მდე (მარტი-26), რაც სისტემის გაზრდილ იმპორტ-დამოკიდებულებას და ახალი გენერაციის წყაროების საჭიროებაზე მიუთითებს. ამასთან, თურქეთი განმეორებით გამოჩნდა ტოპ იმპორტიორთა შორის, რაც ჩვენი აზრით იმპორტში გაზრდილ კონკურენციასა და შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებაზე მიუთითებს.

2026 წლის პირველი კვარტალი: იმპორტისა და თბოგენერაციის მაღალი წილი ახალი გენერაციის დაჩქარებული განვითარების საჭიროებას აჩვენებს.

პირველ კვარტალში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 8.0%-ით გაიზარდა 4.1 ტვტ.სთ-მდე. ჩვენი შეფასებით, ზრდა განსაკუთრებით ცივ ზამთარს და იანვარ-თებერვალში მონაცემთა დამუშავებისა და ფეროშენადნობების სექტორების გააქტიურებას უკავშირდება.

2026 წლის პირველ კვარტალში გაიზარდა ჰიდროგენერაციაც, რაც ძირითადად ენგურ-ვარდნილის გამომუშავების 70.4%-იანი ზრდით აიხსნება, თუმცა ეს მეტწილად დაბალი საბაზო ეფექტის შედეგია.

მიუხედავად ახალი სიმძლავრეების დამატებისა, ქარისა და ახალი მზის სადგურების წილი ჯამურ მიწოდებაში კვლავ მცირეა და მხოლოდ 0.7%-ს შეადგენს.

შედეგად, 2026 წლის პირველ კვარტალში მოხმარების ნახევარზე მეტი კვლავ თბოგენერაციითა და იმპორტით დაკმაყოფილდა (51.2% 1Q26-ში, 51.3% 1Q25-ში). მიუხედავად იმისა, რომ იანვარსა და მარტში ეს მაჩვენებელი წლიურად გაუარესდა, კვარტლის ჭრილში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება არსებითად არ შეცვლილა.