← reports · galt-taggart · 69c3a91d46cac30e9b28a512

ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - იანვარი 2026

ENქართული
published
2/24/2026, 9:45:12 AM
found
5/18/2026, 7:30:10 AM
last seen
6/9/2026, 2:23:12 PM
categories
tags
elektroenergia
source url

2026 წელი საქართველოს ენერგოსექტორმა მოთხოვნის მკვეთრი ზრდით დაიწყო, რამაც რეკორდულად მაღალი იმპორტის საჭიროება წარმოშვა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სეზონური მიწოდება-მოთხოვნის სტრუქტურული დისბალანსი.

2026 წლის იანვარში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 17.8%-ით გაიზარდა და 1.4 ტვტ.სთ შეადგინა. ზრდა განპირობებული იყო შედარებით ცივი ამინდით, დიდთოვლობით და ენერგოინტენსიური ინდუსტრიების გააქტიურებით, განსაკუთრებით ფეროშენადნობების წარმოებასა და მონაცემთა დამუშავების სექტორში.

ამავე პერიოდში ადგილობრივი გენერაცია წლიურად 1.5%-ით შემცირდა და 0.9 ტვტ.სთ შეადგინა. აქედან, ჰიდროგენერაცია მთლიანობაში 3.3%-ით შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ენგურ-ვარდნილის გამომუშავება წინა წლის დაბალი ბაზიდან 85.0%-ით გაიზარდა; სხვა ჰიდროსადგურების გენერაცია შემცირდა. ამასთან, თბოსადგურების გამომუშავება მცირედით გაიზარდა (+1.3% წ/წ), თუმცა ვერ დააკომპენსირა ჰიდროგენერაციის შემცირება. ახლად ამოქმედებული მზის სადგურების წილი ჯამური გენერაციის მხოლოდ 0.1% იყო.

მოთხოვნასა და ადგილობრივ გენერაციას შორის გაზრდილმა დეფიციტმა იმპორტის მკვეთრი ზრდა განაპირობა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ზამთრის პერიოდში სისტემის მოწყვლადობას.

აღნიშნული ვითარება კვლავ მიუთითებს ზამთარში მაღალი გამომუშავების მქონე გენერაციის ობიექტების სტრუქტურულ საჭიროებაზე, განსაკუთრებით რეზერვუარიანი ჰიდროსადგურებისა და ქარის სადგურების.