← reports · galt-taggart · 69c3a91d46cac30e9b28a4ca

ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა

ENქართული
published
1/20/2026, 6:44:06 AM
found
5/18/2026, 7:30:10 AM
last seen
6/9/2026, 2:23:12 PM
categories
tags
kovelkvireuli-bazris-mimokhilva-ka-ge
source url

ტურიზმი: 2025 წლის მე-4 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად 8.3%-ით გაიზარდა და 1.5 მლნ მოგზაური შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 10.5%-იანმა ზრდამ განაპირობა (79.4% მთლიან ვიზიტებში), მაშინ როცა ერთდღიანი ვიზიტები წლიურად მხოლოდ 0.5%-ით გაიზარდა. ამასთან, 2025 წლის მე-4 კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა რუსეთიდან (21.8% წილი ჯამურ ვიზიტებში), თურქეთიდან (18.6% წილი) და სომხეთიდან (14.9% წილი). ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (56.1%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (43.2%-იანი წილი).
ჯამურად, 2025 წელს საქართველომ 6.9 მლნ მოგზაურს უმასპინძლა (+6.2%), საიდანაც ტურისტული ვიზიტები 5.5 მლნ იყო (+8.4%), ხოლო ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა 1.3 მლნ გაუტოლდა (-2.2%).

საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში საქონლის ექსპორტის წლიურად 22.5%-ით გაიზარდა 673.2 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 44.2%-იანი ზრდის შემდეგ. საქონლის იმპორტი, ასევე, წლიურად 8.5%-ით გაიზარდა და რეკორდული 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის მცირედი 0.5%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, დეკემბერში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 1.9%-ით გაიზარდა 1.2 მლრდ აშშ დოლარამდე.
ჯამურად, 2025 წელს, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 11.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 11.2%-ით გაიზარდა რეკორდულ 7.3 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 9.7%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ დონეს 18.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ფულადი გზავნილები: სებ-ის მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 18.4%-ით გაიზარდა 337.9 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის წლიური 11.9%-იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+18.6%, მთლიანის 46.6%), რუსეთიდან (+39.1%, მთლიანის 12.9%), აშშ-დან (+15.2%, მთლიანის 18.9%), ისრაელიდან (+15.7%, მთლიანის 8.0%) და თურქეთიდან (+27.9% წ/წ, მთლიანის 3.5%). ამასთან, დეკემბერში ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა ირლანდიიდან (-2.0%, მთლიანის 1.7%).
ჯამურად, 2025 წელს ფულადი გზავნილები წლიურად 8.5%-ით გაიზარდა და 3.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, ფულადი გზავნილები 3.8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2026 წელს.