← reports · galt-taggart · 69c3a8ac46cac30e9b28a45d

ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა

ENქართული
published
12/29/2025, 7:45:51 AM
found
5/18/2026, 7:30:10 AM
last seen
6/9/2026, 2:23:13 PM
categories
tags
kovelkvireuli-bazris-mimokhilva-ka-ge
source url

საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 13.8%-ით გაიზარდა 2025 წლის ნოემბერში და საკრედიტო პორტფელმა 69.0 მლრდ ლარი (25.5 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ნოემბერში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ, ასევე, 13.8% შეადგინა (+1.6% თ/თ). სექტორების მიხედვით, იურიდიული პირების დაკრედიტება კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად 12.9%-მდე დაჩქარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 10.6%-იანი წლიური ზრდის შემდეგ, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიური ზრდა, წინა თვის მსგავსად, 14.6% იყო; 2025 წლის ნოემბერში სესხების დოლარიზაცია 41.8%-მდე შემცირდა (-0.15პპ თ/თ და -0.96პპ წ/წ).
2025 წლის ნოემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად, ოქტომბრის მსგავსად, 13.9%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) და 65.7 მლრდ ლარი (24.2 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. ვალუტების მიხედვით, ნოემბერში ლარის დეპოზიტების წლიური ზრდა 22.2%-მდე დაჩქარდა (+18.5% წინა თვეში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 6.1%-მდე შენელდა (+9.5% წინა თვეში). შედეგად, ნოემბერში დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირება გაგრძელდა და 47.8%-მდე ჩამოვიდა (-0.96პპ თ/თ და -3.86პპ წ/წ).

სავალუტო ინტერვენციები: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე, BMatch-ის პლატფორმის საშუალებით, 308.2 მლნ აშშ დოლარი შეიძინა 2025 წლის ნოემბერში.
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა 2.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.