← reports · galt-taggart · 6a0dec6538b96f00075ce71f

ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აპრილი 2026

ENქართული
published
5/20/2026, 12:00:00 AM
found
5/22/2026, 11:22:34 AM
last seen
6/15/2026, 8:21:40 AM
categories
tags
energy
source url

2026 წლის აპრილი: ჰიდროგენერაცია ბოლო 5 წლის მინიმუმზე იყო, რის გამოც აპრილში თბოსადგურსა და იმპორტზე დამოკიდებულება 20.7%-ს შეადგენდა 

2026 წლის აპრილში ადგილობრივი ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა. ამავე დროს, ჰიდროგენერაცია 19.3%-ით შემცირდა, რაც ჰიდროლოგიურ პირობებს უკავშირდება. შედეგად, თბოგენერაციისა და იმპორტის ერთობლივი წილი ჯამურ მიწოდებაში 20.7%-მდე გაიზარდა, 2021-25 წლების აპრილის საშუალო 6.0%-თან შედარებით. აღნიშნული კიდევ ერთხელ აჩვენებს ჰიდროგენერაციაზე დამოკიდებულებით გამოწვეულ მოწყვლადობას და ახალი გენერაციის წყაროების დაჩქარებული განვითარების საჭიროებას.

 

2026 წლის 4 თვე: იმპორტსა და თბოგენერაციის მარალი წილი ახალი გენერაციის დაჩქარებული განვითარების საჭიროებას აჩვენებს

2026 წლის პირველ ოთხ თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 6.6%-ით გაიზარდა 5.1 ტვტ.სთ-მდე. ჩვენი შეფასებით, ზრდა განსაკუთრებით ცივ ზამთარს და ფეროშენადნობების სექტორების გააქტიურებას უკავშირდება.

2026 წლის პირველ ოთხ თვეში, თბოგენერაციისა და იმპორტის წილმა ჯამურ მიწოდებაში 44.3% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება (39.2%). ზრდა ძირითადად აპრილში სუსტ ჰიდროლოგიასა და წლის დასაწყისში ენგურის წყალსაცავში დაბალ წყლის დონეს უკავშირდებოდა.

ამასთან, თურქეთი 2026 წლის 4 თვიდან უკვე 3 თვეში იყო იმპორტის მთავარ წყაროებს შორის, რაც იმპორტში გაზრდილ კონკურენციასა და შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებაზე მიუთითებს.